თეგი: „პრაიდის კვირეული“

საპატრიარქო: დაანონსებულ „ლგბტ კვირეულს" არ შეიძლება, თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ლგბტ კვირეულთან დაკავშირებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ დაანონსებულ „ლგბტ კვირეულს", არ შეიძლება, თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს. საპატრიარქოს თანახმად, „საჭიროა დაძაბულობის ფაქტორების საწყის ეტაპზევე მკურნალობა“. „ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება. ამაზე მოწმობს მიმდინარე წლის ივლისში დაანონსებული ,,ლგბტ კვირეული", რომელსაც, მისი მიზნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება, თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს. მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, მით უფრო, ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქრისტიანული ფესვები აქვს. პროპაგანდის ნებისმიერი სახით გამოვლინება მოზარდებში კი მათ ცნობიერებაზე ძალადობაა“, - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. მისივე თანახმად, „საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთგზის გამოთქმული პროტესტის უგულებელყოფა არის მისი უმთავრესი ფასეულობების უპატივცემულობა და მკაფიო გამოხატულება მორალური ზიანის მიყენების მცდელობისა“. „ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი. დასკვნის გამოტანა ადვილია, თუ დავაკვირდებით დაანონსებული ლგბტ ღონისძიებების კვირეულის განმავლობაში საზოგადოებაში მომატებულ პოლარიზაციას. მიგვაჩნია, რომ საჭიროა მსგავსი დაძაბულობის ფაქტორების საწყის ეტაპზევე მკურნალობა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკანასკნელ წლებში გამუდმებული თავდასხმის, ცილისწამებისა და შეურაცხმყოფელი კამპანიის ობიექტია, თუმცა არც ერთხელ არ ყოფილა ჩვენი მხრიდან მოთმინების დაკარგვის შემთხვევა. ასეთ დროს ეკლესია მუდამ შემოიფარგლება მხოლოდ ცილისწამების მხილებით. ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს. ამიტომ, დღეს შეიძლება, განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ”, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი მონაწილეობას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

გაეროს წარმომადგენელი: მადლობა შსს-ს, რომ დაცულია თბილისში მიმდინარე პრაიდის ღონისძიების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება

მადლობა შსს-ს, რომ დაცულია თბილისში მიმდინარე პრაიდის ღონისძიების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება, განაცხადა საქართველოში გაეროს წარმომადგენელმა, ნიკ ბერესფორდმა თბილისში მიმდინარე პრაიდთან დაკავშირებით. ნიკ ბერესფორდის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრებით „პრაიდ კვირეულის“ პირველ დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სხვა პარტნიორები. ძალიან მოხარულები ვართ, რომ თემის წევრები აქტიურად იკრიბებიან და იმედია, ძალიან საინტერესო და მხიარული საღამო და ღონისძიება გამოვა. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ღონისძიების უსაფრთხოება დაცულია და თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ, გაერო დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ ვიცავთ ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებები არის ყველასათვის და ვერ გავარჩევთ და ვერ დავიცავთ შერჩევით. ყველას აქვს უფლება იყოს ის, ვინც არის. ყველას აქვს უფლება, უყვარდეს ის, ვინც უნდა და ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი თავი ისე, როგორც უნდა“, - განაცხადა საქართველოში გაეროს წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. თბილისი პრაიდის კვირეული 8 ივლისს „პრაიდ ფესტივალით“ დასრულდება. დღევანდელ ღონისძიებას ლგბტქ+ ადამიანები, მხარდამჭერები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. საპატრიარქო: დაანონსებულ „ლგბტ კვირეულს" არ შეიძლება, თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი მონაწილეობას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.  

ანდრია ჯაღმაიძე „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით“: ძალადობის საფრთხე შესაძლოა, არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა LGBT ფესტივალის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებაზე. ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობისკენ საპატრიარქო არავის მოუწოდებს, წარსული გამოცდილების ფონზე, რამდენად არსებობს საფრთხე იმისა, რომ კვლავ მოხდეს ძალადობა გარკვეული ჯგუფის მხრიდან. „შეიძლება, არსებობდეს საფრთხე, კი, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს სხვანაირად უნდა დარეგულირდეს და ვემხრობით მოსაზრებას, რომ კანონით დარეგულირდეს. ჩვენ ვთქვით, რომ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ, ეს არის მოწოდება,“ -აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე. კითხვას, სასულიერო პირების მოწოდების მიუხედავად გარკვეული ჯგუფი მაინც ძალადობს, ანდრია ჯაღმაიძე ასე პასუხობს: „და რა გავაკეთო, მე ავიღო პასუხისმგებლობა? ხომ მოვუწოდეთ [რომ არ იძალადონ?]“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. დღესვე, საპატრიარქომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფებას, კანონით შეიზღუდოს „ლგბტ მოძრაობა". საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებას „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით. განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ მეტეხის ეზოში წაიკითხა. „ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ და გვაქვს გულწრფელი სურვილი, ძალადობით, ცბიერებითა და მოტყუებით არავინ მოგვახვიოს თავს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, - წერია განცხადებაში. მისივე თანახმად, „ე.წ. ლგბტ მოძრაობის“ ნამდვილი მიზანია „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“: „მათ შორის, მოზარდ თაობაში პროპაგანდა, ერთნაირსქესიან წყვილთა ოჯახებად დარეგისტრირება, ბავშვების აყვანა და, ზოგადად, კულტურული კოდის ცვლილება. დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და კარგად ვხედავთ ბავშვებში ამ პროპაგანდის დასაწყისის მცდელობებს“. როგორც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ „საკითხის საკანონმდებლო წესით დარეგულირებას“. საპატრიარქო: დაანონსებულ „ლგბტ კვირეულს" არ შეიძლება, თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი მონაწილეობდა „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. ამასთან, გაეროს წარმომადგენელმა „მადლობა გადაუხადა შსს-ს, რომ დაცულია თბილისში მიმდინარე პრაიდის ღონისძიების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.“ 2-იდან 8 ივლისამდე საქართველოს დედაქალაქში "თბილისი პრაიდის კვირეული" ტარდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური შინაარსის ღონისძიებები, მათ შორის - საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია და პრაიდის ფესტივალი. კვირეულის სლოგანია  - "სიყვარულს ვერ დაამარცხებ". 2021 წელს „ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. დაზარალებულები ხაზგასმით აღნიშნავემ რომ აქამდე დაკავებული არ არის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი, თუმცა მმართველი პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ იმ პერიოდში ჩადენილი დანაშაულს „სამართლებრივი თვალსაზრისით, ორგანიზატორი არ ჰყოლია.“ „პრაიდის კვირეული" შარშანაც გაიმართა. 2022 წლიდან ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე.